საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი კოდაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კოდაში დახვდნენ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი პიტერ ნიკოლაუსი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.
ფრანგმა მინისტრმა დევნილების პრობლემები პირადად მოისმინა. კუშნერი ერთ-ერთი დევნილის ოჯახშიც იმყოფებოდა.
ცნობისათვის, კოდის დევნილების დასახლებაში დიდი ლიახვის ხეობიდან და კოდორის ხეობიდან 446 ოჯახი, მთლიანობაში 1337 კაცი ცხოვრობს.