არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატზე ახალი რეკორდი დამყარდა. „ტირო ფედერალ დე მერსედესისა“ და „დეპორტივო მადარიაგას“ მატჩში შესვლაზე შესული ნესტორ ალეგრე მსაჯმა 7 წამში მოედნიდან გააძევა. პირველი ყვითელი ბარათი ფეხბურთელმა იმისთვის მიიღო, რომ მოედანზე ძალიან სწრაფად შევიდა, მეორე ყვითელი კი მას რეფერიმ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მისცა. საბოლოოდ ალეგრემ მოედანი ისე დატოვა, ბურთს არც კი შეხებია.