ქვეყნის ბრინჯაოს პრიზიორი "ზესტაფონი" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "დუკლასთან" დღეს პირველ მატჩს გამართავს. "ზესტაფონი"-"დუკლას" მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე, დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 და 7 ლარია. შეხვედრას მოლდოველი მსაჯები გაუძღვებიან, არბიტრი ვიაჩესლავ ბარანი იქნება.
გუშინ "ზესტაფონმა" მშობლიურ არენაზე ივარჯიშა გია გეგუჩაძეს სრული შემადგენლობა ჰყავს. იმერელთა კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძის ცნობით, უკვე გუნდთან ერთად სრულ დატვირთვით ვარჯიშობს თავდამსხმელი, ნიკოლოზ გელაშვილი, გავრცელებული ინფორმაციით რომელსაც სურდო ჰქონდა.