დღეს, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 რაუნდის მატჩში, საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელი, თბილისის "ვიტ ჯორჯია" ჩეხურ "ბანიკს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით, 18:00 საათზე, ეროვნულ სტადიონზე, გაიმართბა. დღევანდელ მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
როგორც ცნობილია, საკუთარი საფეხბურთო კარიერა "ბანიკში" ისეთმა ცნობილმა ფეხბურთელებმა დაიწყეს, როგორებიც მილან ბაროში და გალაშეკი არიან. "ბანიკი" 1922 წელს დაარსდა და სამჯერ გახდა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი (1976, 1980 და 1981 წლებში). ოსტრაველებმა ასევე სამჯერ მოიპოვეს ჩეხოსლოვაკიის თასი, ჩეხეთის ჩემპიონობა კი ერთხელ, 2004 წელს მოიგეს. ბოლო ტიტული, ჩეხეთის თასი, "ბანიკმა" 2005 წელს მოიპოვა. გუნდი შიდა ასპარეზზე თითქმის ყოველთვის ახერხებდა საპრიზო ადგილებზე გასვლას. ჩეხეთის ბოლო ჩემპიონატში "ბანიკმა" მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ "სპარტას" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა, მეორადგილოსან "იაბლონეცს" კი - ერთით.
მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 ლარია.