დღეიდან საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა უქმდება. ახალი რეგულაცია ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა კანონს შიდა უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ამოქმედდა. მას შემდეგ ის ექვსჯერ იქნა გახანგრძლივებული.