ოკუპირებულ აფხაზეთში რუსები სამხედრო ტურიზმს ავითარებენ, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის სს მინისტრ ბერნარ კუშნერთან გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდა ეთნიკური წმდენა და 500 ათასამდე დევნილი იქ ვერ ბრუნდება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსები არ უშვებენ ახლა უკვე სოხუმის აეროპორტიც გახსნეს და რუსული სამხედრო ავიაციის გამოყენებით აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურისტები ჩაყავთ.
"რუსები იძახიან, რომ მათი ავიაციის გამოყენებით აფხაზეთში ტურისტებს ჩაიყვანენ, წარმოიდგინეთ ყველა ის ტურისტი აფხაზეთში ჩავა რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ გაცემული ბილეთი ექნება. ამას რა დავარქვათ სამხედრო ტურიზმი? ეს არ არის ხუმრობა. ჩვენ მივესალმებით რუს ტურისტებს, რომლებიც ძალიან ხშირად ჩამოდიან აჭარაში, ბათუმში, მაგრამ მათ საქართველოს მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვთ და სულ აქ დარჩენას არ ფიქრობენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.