ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. _ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა კუშნერმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შედეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დარეგულირდეს. ამ კონტექსტში ვფიქრობთ რომ აუცილებელია ჟენევის მოლაპარაკებები გაგრძელდეს და ამ ფორმატით რუსეთს აიძულოთ სარკოზი მედვედევის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება", - განაცხადა კუშნერმა.
მისივე თქმით, ორი წელი კონფლიქტისტვის დიდი დრო არა არის, რადგან არსებობს გაყინული კონფლიქტები რომლებიც ათეულობით წლები გრძელდება.
"უნდა გვახსოვდეს, რომ საფრანგეთს და ინგლისს ერთმანეთს შორის ომი 650 წელი ჰქონდა, მაგრამ ამ ქვეყნებმა შეძლეს ურთიერთობის მოგვარება და დღეს ერთმანეთთან მეგობრებენ", - აღნიშნა ბერნარ კუშნერმა.