აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველს განუყოფელი ტერიტორიებია და რუსეთის ჯარი იქიდან უნდა გავიდეს, _ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა კუშნერმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შედეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"ძალიან მიშვვნელოვანია ის რომ 14 ივლისს საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს თქვენთან ერთად შევხვდი. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა და მოკავშირეობა გვაკავშირებს. ასევე საფრანგეთს არ დავიწყებია ის ვალდებულებები, რომელიც აქვს აღებული. კერძოდ კი 2008 წლის აგვისტო სექტემბერში რუსეთთან გაფორმებული სარკოზი-მედვედევის შეთანხმება, რომელიც რუსული ჯარის ომამდე მდგომარეობის დაბრუნებას ითვალისწინებდა. ამ დოკუმენტის ზოგიერთი მუხლი ჯერ კიდევ არ არის შერულებული და ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ ამაზე, რომ რუსეთმა აღებული ვალდებულებები შეასრულოს", _ განაცხადა კუშნერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე როგორც ოფიციალურად ასევე არაოფიციალურადაც იმართება მოლაპარაკებები.
"მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ აფხაზეთი და სამხეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიის ნაწილებია და ისინი მის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდენენ", - განაცხადა კუშნერმა.
ასევე კუშნერი მიესალმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარკებების დაწყებას.