საქართველოსთვის საფრანგეთის პრინციპული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის შესახებ პრეზიდენტმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრსთან ბერნა კუშნერთამ პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ძველი მეგობრები ვართ და სიმბოლურია, რომ ბერნარ კუშნერი საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულის დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავს. დღეს ვიწყებთ ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების შესახებ მოლაპარაკებებს ოფიციალურად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში მხარს გვიჭერს საფრანგეთიც", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ევრპოსტრუქტურებში ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საფრანგეთს კონსტრუქციული პოზიცია უკავია. ამასთან, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და აღნიშნა რომ ქვეყანაში 500 ათასი დევნილია, რომელსაც რუსეთი საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.
"დღეს საქართველოში დიდი სტუმრიანობა გავქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან არა თუ მთელი თვის განმავლოაბში, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაშიც არ მომხდარა რომ ამდენი ევროპული დელეგაცია ჩამოსულიყოს ჩვენს ქვეყანაში, ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას განაგრძობს" - აღნიშნა სააკაშვილმა.