საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეტა მინისტრის, ბერნარ კუშნერის საქართველოში ვიზიტს დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ სამომავლოდ საფრანგეთი და ევროკავშირის საქართველოს მხარს მაქსიმალურად დაუჭერს.
"ბატონი კუშნერის განცხადებები იყო საქართველოსადმი მხარდამჭერი. იყო გადადგმული ნაბიჯების შეფასება, რაც თავისთავად კარგია, იმიტომ რომ ქმედებებში სამომავლოდ საფრანგეთი და ევროკავშირი დაგვიჭერს მხარს. თუ გავითავლსიწინებთ აშშ-ის მთავრობის პოზიციასაც, ეს წაადგება ჩვენს ქვეყანას" - განაცხადა სანდრო კვიტაშვილმა.
საქართველოში კუშნერის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაც. როგორც ვერა ქობალია აცხადებს, საფრანგეთში ყოფნისას ერთი წლის წინ ის თავად შეხვდა კუშნერს.
"კუშნერის საქართველოში ჩამოსვლას მივესალმები. მით უმეტეს, რომ მან გამონახა დრო რომ საქართველოში ორი დღით დარჩეს. მოხარული ვარ იმიტომაც, რომ ის შეხვდება დევნილებს. მე როდესაც საფრანგეთში ვიყავი პირადად შევხვდი კუშნერს და დევნილების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე და კარგია რომ ის თავად ეწვევა დევნილებს და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა," - განაცხადა ვერა ქობალიამ