ჯანდაცვის მინისტრი ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშიებით კატეგორიულად უარყოფს.
როგორც დღეს მთავრობის ხდომის დაწყებამდე სანდრო კვიტაშვილმა განაცხადა ასეთი სახის სტატია გაზეთ "ალიაში დაიბეჭდა" და სიმართლეს არ შეესაბამება.
"დღეს წავიკითხე რომ ჯანდაცვის სამინისტრო იხურება და ყველა სოციალური პროგრამა უქმდება და ამას წერს ვიღაც პროფესორი თამაზ ბერიძე. მე არ ვიცი ვინაა, თუცმა შემდგომ მივიკითხავ ვინ მიანიჭა მას პროფესორობა" - განაცხადა სანდრო კვიტაშვილმა.