საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შედგა საუბარი, როგორც შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე, ასევე საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, _ ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საფრანგეთის საელჩოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარ კუშნერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ერთი საათის განმავლობაში ირაკლი აკლასანია, თინა ხიდაშელი, ნინო ბურჯანაძე და პეტრე მამრაძე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებოდნენ.
არაოფიციალურ საუზმეზე საფრანგეთის ეჩლის რეზიდენციაში არასაპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შორის საუბარი დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
"ძალიან კონკრეტული საუბარი იყო როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრობელმებთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით რომ არ არსებობს ქვეყანაში დემოკრატია და ნებისმიერი საუბარი დემოკრატიაში წინ გადადგმულ ნაბიჯევბზე ეს არის ილუზია და მოტყუება საკუთარი ხალხის და მოტყუება საერთაშორისო თანამეგობრობის" - განაცხადა ბურჯანაძემ.