იტალიელმა ჩოგბურთელმა მატეო ბერეტინიმ კორტების სახურავი დააზიანა. ინციდენტი ფრანგულ ბრესტში ჩელენჯერის ტურნირზე მოხდა. კონსტანტინ კრავჩუკის ჩაწოდებული ბურთი იტალიელმა უხერხულად მოიგერია. ბურთი სახურავის კონსტრუქციას მოხვდა, რის გამოც კონსტრუქციის ფრაგმენტები კორტებზე ჩამოცვივდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.