ტვიტერი რეგულაციებს ცვლის. სოციალური ქსელის ადმინისტაციის გადაწყვეტილებით, ტვიტერზე პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე მოთხოვნები გამკაცრდება. „უახლოეს ხანებში ამუშავდება ე.წ. გამჭვირვალობის ცენტრი, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს იცოდეს, თუ რა სახის რეკლამა იდება სოციალურ ქსელში, ვინ არის რეკლამის მწარმოებელი და ვინ დგას პოლიტიკური რეკლამის უკან,“-ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება ტვიტერის ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც სენატის დაზვერვის კომიტეტს 200-ზე მეტი აქაუნთის შესახებ გადასცა ინფორმაცია. საქმე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას უკავშირდება.