კატალონიის ლიდერი კარლეს პუჩდემონი ესპანეთის პარლამენტის ზედა პალატამ დებატებში მონაწილეობისთვის მიიწვია. სენატის სხდომაზე კატალონიის სტატუსის შესახებ მსჯელობა გაიმართება, რის შემდეგაც კანონმდებლები კონსტიტუციის 155 -ე მუხლის ამოქმედების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. სენატის სხდომა პარასკევსაა ჩანიშნული. მიიღებს თუ არა კარლოს პუჩდემონი სენატის სხდომაში მონაწიელობას, ჯერჯერობით გაურკვეველია. ცნობილია, რომ ის ერთი დღით ადრე ის სიტყვით გამოსვლას კატალონიის პარლამენტში გეგმავს.