რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში შეერთებული შტატების ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო. დოკუმენტი სირიაში ქიმიური თავდასხმების გამოძიების გაგრძელებას შეეხებოდა. ვეტოს დადებამდე რუსეთის მხარემ კენჭისყრის გადადება სპეციალური საგამოძიებო კომისიის საბოლოო მოხსენების გამოქვეყნებამდე მოითხოვა. გაეროს უშიშროების საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებს 2013 წელს შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო კომისია იძიებს.