გერმანიის მე-19 მოწვევის პარლამენტმა დღეს პირველი სხდომა გამართა. დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარედ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე აირჩიეს, რომელიც ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია. 75 წლის შოიბლეს არჩევას მხარი 501 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 173 დეპუტატმა მისცა, 30 კი თავი შეიკავა.