სომხეთში, რუსეთის არმიის ჯარისკაცმა თანამებრძოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.
,,გამართული სწავლების შემდეგ, იარაღის ჩაბარებისას, საკონტრაქტო სამსახურის ჯარისკაცმა მკაცრად დაარღვია უსაფრთხოების ზომები და შემთხვევით გაისროლა ავტომატური იარაღიდან. ამის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა მისი თანამებრძოლი. ჩადენილის გამო პასუხისმგებლობის შიშით ჯარისკაცმა თავი მოიკლა“.
რია-ნოვოსტის ინფორმაციით, გასულ დღეებში მსგავსი შემთხვევა მოხდა ჩეჩნეთშიც. რუსეთის გვარდიის ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 თანამებრძოლი მოკლა, მისი ადგილზე ლიკვიდაცია მოხდა.