ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა აღიარებს, რომ კრიშტიანო რონალდოსთვის ოქროს ბურთის გადაცემა ძალიან განიცადა.
„მე მას საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული გადავეცი, რაც ძალიან არ მინდოდა. მსურდა მის ადგილზე ლეო მესი ყოფილიყო. ამით იმას არ ვამბობ, რომ კრიშტიანო არ მიყვარს. დაჯილდოვების შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. ძალიან თბილი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ლეო უფრო მიყვარს,“-განაცხადა მარადონამ გამოცემა ESPN FC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
2016/17 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამ გუშინ პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლიდერი კრიშტიანო რონალდო დაასახელა.