იტალიის პრემიერ-მინისტრი მზადაა ვენეტოსა და ლომბარდიის ავტონომიის გაფართოების მიმართულებით შემხვედრი ნაბიჯები გადადგას. პაოლო ჯენტილონის განცხადებას სააგენტო ANSA აქვეყნებს.
„დიდი ინტერესითა და პატივისცემითა ვაკვირდები დისკუსიას, რომელიც ავტონომიის შესახებ რეფერენდუმების ჩატარებამ გამოიწვია. მზად ვარ შემხვედრი ნაბიჯები გადავდგა“, - აცხადებს იტალიის პრემიერი.
ჩრდილოეთ იტალიის ორი უმდიდრესი რეგიონის მცხოვრებლებმა 22 ოქტომბერს გამართულ რეფერენდუმებზე ავტონომიების გაფართოებას დაუჭირეს მხარი.