უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს. საგანგებო განცხადება პეტრო პოროშენკომ რეგიონალური განვითარების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ახალი საარჩევნო ციკლის დაწყებამდე წელიწადზე ნაკლები დარჩა. ადრეც არაერთგზის ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არანაირი ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება,“-აღნიშნა პოროშენკომ.