უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ქვეყანაში, ძალადობრივი გზით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, მაგრამ ხელისუფლება მათ ამის უფლებას არ აძლევს. მისი თქმით, უკრაინაში გადატრიალებას გეგმავენ საქართველოს მოქალაქეები, ვისაც სააკაშვილის გუბერნატორობის დროს მოქალაქეობა მიენიჭა
მისი მტკიცებით, უმაღლეს რადას წინ მიმდინარე აქცია უცხოეთიდან ფინანსდება.
„ამ დაგეგმილ გადატრიალებაში მონაწილეობას იღებენ გასტროლიორები მოქალაქეობის გარეშე“, - აცხადებს ლუცენკო.
მისივე თქმით, სააკაშვილმა, როდესაც ოდესის ოლქს ხელმძღვანელობდა, თავის ხელქვეითები აიძულა მუდმივი საცხოვრებლის ნებართვა გაეცათ საქართველოს 20 მოქალაქისთვის, როგორც კულტურის ფასდაუდებელი მოღვაწეებისთვის.
„ახლა ეს მოღვაწეები... სწორედ ისინი, იარაღით იცავენ სააკაშვილს და გეგმავენ ძალადობრივი გზით გადატრიალებას, ეს არ მოხდება“, - განაცხადა ლუცენკომ.