პოლონეთი თავდაცვის დაფინანსებას ზრდის. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ გამოსცა. მისივე გადაწყვეტილებით, გაიზრდება პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში მომსახურეთა რაოდენობაც. პრეზიდენტის განკარგულებით, 2020 წლისთვის ქვეყნის შეიარაღებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2.1%, ხოლო 2030 წლისთვის 2.5% დაიხარჯება. მომდევნო 12 წლის განმავლობაში პოლონეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტი 200 ათასამდე უნდა გაიზარდოს.