რიო-დე-ჟანეიროში, სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა შეცდომით, ესპანელი ტურისტი ქალი მოკლეს.
პოლიციელები ავტომობილის გაჩერებას შეეცადნენ, რომელშიც მარია ესპერანსა რუი ხიმენესი გიდთან და სხვა ტურისტებთან ერთად იმყოფებოდა.
მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა და მოძრაობა გააგრძელა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
შედეგად, 67 წლის ტურისტი მძიმედ დაიჭრა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.