ფიზიკური დაპირისპირება კიევის სასამართლოში. ნაციონალისტ ნიკოლაი ბახანივსკის პროცესის გადადება მისმა მხარდამჭერებმა ხმაურით გააპროტესტეს. მათ დარბაზიდან გასვლაზე უარი თქვეს, რის გამოც მოსამართლემ პოლიცია გამოიძახა. დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ.
ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. კოხანივსკი კიევში 20 ოქტომბერს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.