ინციდენტი მოხდა ჩეჩნეთშიც. ბიბისისის რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთის გვარდიის უფროსმა ლეიტენანტმა 4 სამხედრო მოკლა. საპასუხო სროლის შედეგად ის ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ლეიტენანტის ქმედების მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდარს სამხედრო პროკურატურა იძიებს.