24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკის სივრცეში (ატენის ქ.2, მე-5 სართული) საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ნოემბრის ტესტები წელს თიბისი ბანკის ეგიდით იმართება და 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერიას 'თიბისი რაგბის სერიები' ერქმევა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ორი მატჩი გაიმართება. 11 ნოემბერს ბორჯღალოსნები კანადის წინააღმდეგ 'დინამო არენაზე' 18:00 სთ-ზე ითამაშებენ. სეზონის ბოლო მატჩს კი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 სთ-ზე გაიმართება. ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გავსლით მატჩს 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი 'თიბისი რაგბის სერიები'-ის ნაწილი არ არის.
პრესკონფერენციის არანაკლებ მნიშნელოვანი თემა ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვის დაწყებაა, რომელიც 25 ოქტომბერს ონლიან რეჟიმშიtkt.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებენ.
#რაგბიჩვენითამაშია