ევროპის საკლუბო თასზე ბათუმის საჭადრაკო კლუბმა “ნონა” მე-6 ტურში რუსულ “SHSM“-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 იმარჯვა.
კლუბმა 10 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობს.
მე-2 ადგილზე 9 ქულით აზერბაიჯანული “ოდლარ იურდუა”, შემდეგ კი, 8-8 ქულით რუსული “უგრა” და ბელორუსული “ბოსა ნოვა” არიან.
დასკვნით მე-7 ტურში, “ნონა” რუმინულ “ტიმიშოარას” შეხვდება.