2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ხავიერ მასკერანო სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ 33 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ეკვადორთან მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელიც არგენტინამ 3:1 მოიგო. მასკერანო არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით 2003 წლიდან თამაშობს. მის აქტივში 133 მატჩი და 3 გატანილი გოლია.