ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
რობენის დებიუტი ჰოლანდიელთა რიგებში 2003 წლის აპრილში შედგა. ნარინჯისფერთა მაისურით მან 96 თამაში ჩაატარა. მის აქტივში 39 გოლი და 29 საგოლე პასია.