მაგისტრალური გაზსადენი "ნავთობისა და გაზის კოორპორაციის~ კუთვნილებაა და "სახელმწიფო ქონების შესახებ~ კანონში ცვლილებების შეტანა, აქამდე არსებულ საკანონმდებლო ხარვეზს უკავშირდება. ეს განცხადება ორკვირიანი ხმაურის შემდეგ დღეს რიგგარეშე სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა.
`სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით ხმაურიანი დებატებით განიხილა. ხმაური კი იმან გამოიწვია, რომ ოპოზიცია მილსადენის რუსეთის მიერ ხელში ჩაგდების საფრთხეზე საუბრობს, საპარლამენტო უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ ეს ხელისუფლება მაგისტალური მილსადენის რუსეთისთვის მიყიდვას არ აპირებს.
ოპოზიციამ კი იმ მექანიზმების დასახელება მოითხოვა, რითაც მილსადენის რუსეთისთვის მიყიდვა არ მოხდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა კი საკანონმდებლო ცვლილების საერთოდ ახალი არგუმენტი დაასახელა.
მისი თქმით, მაგისტრალური მილსადენის პრივარტიზებას არავინ გეგმავს, რადგან, მისი განმარტებით, გაზის მაგისტრალური მილსადენი ეკუთვნის `ნავთობისა და გაზის კორპორაციას", რომლის აქციების გასხვისებაც იგეგმება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ცალკე მაგისტრალი ვერ გასხვისდება და ეს შევა ამ კოორპორაციის აქციებში. რაც მთავარია, მისი თქმით, მაგისტრალური გაზსადენი შედის `ნავთობისა და გაზის კოორპორაციაში~, რომლის აქციის ნაწილის გაყიდვა დაშვებულია, აქამდე კი ნავთობსადენის აქციების გაყიდვა კანონით აკრძალული იყო, რაც საკანონმდებლო ხარვეზს ქმნიდა.
სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ახლა მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზი სწორდება.
ცისკრაიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონმდებლობით, კორპორაციის 75% სახელმწიფოს მმართველობაში უნდა დარჩეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაგისტრალური გაზსადენის იმ ნუსხიდან ამოღება, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია, საკანონდმებლო ხარვეზის გამოსწორების არგუმენტი დღეს პირველად დასახელდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ორი კვირაა, აქტიური დებატები მიმდინარეობს, ამ არგუმენტეზე აქამდე არაფერი თქმულა.