არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა. არგენტინელებმა გადამწყვეთ შეხვედრაში ეკვადორის ნაკრები დაამარცხეს. შეხვედრის პირველივე წუთზე ეკვადორელები რომარიო იბარას გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. შეხვედრა არგენტინის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.