29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის ზღვაზე, თბილისის აფროსანთა კავშირის ორგანიზებით და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა თბილისის ღია პირველობა აფროსნობაში.
შეჯიბრის თანადამფინასებლები იყვნენ „მედიქლაბჯორჯია“ და „ფაბრიკა“.
პირველობის მსვლელობის დროს სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა „მედიქლაბჯორჯია“.
რბოლებში თბილისელ სპორტსმენებთან ერთად სასომხეთიდან მოწვეული სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილოეობას. შეჯიბრი ორ კლასში: „ოპტიმისტ“-ის საერთაშორისო და „თოფქეთ“კ2-ის საერთაშორისო კლასებში გაიმართა. შედეგად გამოვლინდნენ უძლიერესი აფროსნები.
შედეგები:
კლასი „ოპტიმისტი“
- ნიკოლოზ თათარიშვილი
II. თეოდორე ქიტუაშვილი
III. დემნა აფაქიძე
კლასი „თოფ-ქეტ კ2“
- კახა გოდინაშვილი (მესაჭე)
ალექსანდრა მატკავა (მებაგირე)
II. ტატო გრიგოლია (მესაჭე)
საბა ქარსელაძე (მებაგირე)
III. გიორგი გრიგოლია (მესაჭე)
გიორგი ქარსელაძე (მებაგირე)