ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველებმა ჟერარ პიკემ და სერხიო რამოსმა იჩხუბეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი კატალონია გახდა, რომლის დამოუკიდებლობასაც ბარსელონას მცველი პიკე ღიად უჭერს მხარს. მადრიდის რეალის მცველი რამოსი კი თვლის, რომ ეროვნულ ნაკრებში პიკეს გამო ნეგატიური განწყობა იქმნება.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ფანებმა რეს გუნდის ღია ვარჯიშზე პიკეს დაუსტვინეს. ისინი ფეხბურთელს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ნაკრებიდან მის წასვლას მოითხოვდნენ.