საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პაატა დავითაია სიცხის გამო პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო რეჟიმზე გადასვლას სთხოვს. ამ თხოვნით დავითაიამ დავით ბაქრაძეს დღეს პარლამენტის რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე მიმართა და აღნიშნა, რომ როდესაც სიცხე 40 გრადუსს აჭარბებს, სამუშაო საათები უნდა შემცირდეს და მიიჩნევს, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე თუნდაც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა უნდა იზურნოს.
თუმცა დავითაიას მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობა უარით გამოეხმაურა. ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომ ეს პრინციპი მოქმედებდა მაშინ, როდესაც კონდიციონერები არ არსებობდა და ახლა როდესაც კონდიცირება ყველა დაწესებულებაში არსებობს, სამუშო დღის შემცირებაზე საუბარი ზედმეტია.