ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ოდესაში თავის ახალ ფილმ "მამონტს" წარადგენს, სადაც მთავარ როლსაც თავად ასრულებს. ოდესის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი 16 -24 ივლისს გაიმართება.
ფესტივალი ოპერის თეატრში პასკალ შომეს ფრანგული ფილმით "სერცეედით" გაიხსნება.
თეატრი 1500 ადამიანზეა გათვლილი. მოწვეუელები არიან ძირითადად კინოკრიტიკოსები, კინომცოდნეები და ფესტივალის სტუმრები.
გარდა დეპარდიესი,ა ფესტიველზე ელიან სხვა ვარსკვლავებსაც _ რუდგეტ ჰაუერს, იოს სტელინგს, კრიშტოფ ზანუსსის და სხვებს.
ფესტივალს 24 ივლისს დახურავს იური სტოიანოვის ფილმი "ადამიანი სარკმელთან".
ყველა ვარსკვლავს ოდესის სასტუმროებში ლუქსისა და ნახევრადლუქსის ნომრებში დააბინავებენ.