დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო საქართველოში წმიდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მუდმივი დუაიენი, მონსინიორ კლაუდიო გუჯეროტი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის თემატიკა, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.