1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ლეგენდარული ბრაზილიელინ ფეხბურთელი რომარიო რიო დე ჟანეიროს გუბერნატორის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
„არჩევნები მომავალ წელს გაიმართება და დიდი ალბათობით, გუბერნატორობის კანდიდატი ვიქნები. თანაპარტიელებთან კონსულტაციებს უკვე ვაწარმოებ,“-აცხადებს რომარიო, რომელიც 2015 წლიდან შტატის სენატორია.