თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, "ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებთან შესახვედრად მზადაა, თუმცა მათ პოლიტიკური დაკვეთა აქვთ.
კალაძე პოლიტიკურ დაკვეთას მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს.
„ამ ადამიანებს რეალურად აქვთ პოლიტიკური დაკვეთა, სააკაშვილის ერთ-ერთი კუდრაჭა (გვარი არ მახსოვს, პიროვნება, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზატორია) იყენებს ამ ადამიანების უბედურებას და გაჭირვებას და ძალიან სამწუხაროა, რომ თვითონ ეს ადამიანებიც გაუგებარი წარმოშობის ადამიანებს აძლევენ საშუალებას, რომ თავიანთ გაჭირვებაზე პოლიტიკური საბაბით იაქტიურონ”,-განაცხადა კალაძემ პირველ არხთან და დასძინა, რომ მართალია, გუშინ და გუშინწინ, “ქართული ოცნების” ოფისთან მყოფ მოვაჭრეებს პირადად შეხვდა, მაგრამ 27 სექტემბერს პრობლემებზე მსჯელობისთვის მათ კიდევ ერთხელ შეხვდეს.