ლიონელ მესიმ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. პრიმერა დივიზიონის მორიგ ტურში, "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ეიბარი" 6:1 დაამარცხა, არგენტინელმა ფორვარდმა პოკერი შეასრულა. მეორე გოლი მისთვის "ბარსას" მაისურით "კამპ ნოუზე"გატანილი საიუბილეო მე-300 გოლი გამოდგა.