საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის (BCL) პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება. 2017-2018 წლების სეზონს კლუბი განახლებული შემადგენლობით ხვდება და ლეგიონერებითაც გაძლიერდა.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი შესარჩევ ეტაპზე პირველ ოფიციალურ შეხვედრას 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისის მოედანი) გამართავს და მისი მოწინააღმდეგე ესპანური გუნდი „ხუვენტუტი“ იქნება.
გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასწრება თავისუფალი იქნება.
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა:
N1 გიორგიშარაბიძე
N4 ლაველ ლაფრი ბოიდი N6 ლევანგრძელიძე
N7 მალიკკორნელსტორი
N9 ილიალონდარიძე
N10 ზურაბმაჩალაძე
N11 კაელ ტურპინი N12 ლევანფაცაცია
N16 ნიკოლაგაჩეშა
N17 მიხეილბერიშვილი
N21 ნოდარგოგოძე
N22 ნიკოლოზ ცქიტიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ხოშტარია ასისტენტი: მამუკა ტურაშვილი, მარკო მინიჩი ექიმი: ლევან ლომსიანიძე ფიზ-მომზადება: ავთანდილბერიძე