ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ევერტონის“ ფორვარდს, უეინ რუნის მართვის მოწმობა ორი წლით ჩამოართვეს.
ფეხბურთელს 100 საათიანი იძულებითი სამუშაოს შესრულებაც მოუწევს.
31 წლის რუნი 31 აგვისტოს, ღამით ჩეშირის საგრაფოში არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის დააკავეს.
მეორე დღეს ის თავდებით გაათავისუფლეს.