ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარია. ამის შესახებ იტალილმა პოლიტიკოსმა ანტონიო რაციმ განაცხადა.
„კიმ ჩენ ინმა ფეხბურთი შვეიცარიაში შეიყვარა, სადაც სტუდენტობა გაატარა. ის ყველა მსხვილ ტურნირს უყურებს და იმედოვნებს, რომ ინგლისისა და სხვა ქვეყნების ჩემპიონატებში ჩრდილოეთ კორეელი ფეხბურთელებიც ითამაშებენ,“-აღნიშნა რენციმ.