საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტს გამოეთიშა. B ჯგუფში ზუროსის შეგირდებმა ბოლო მატჩი იტალიასთან გამართეს და 2 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. დრამატული შეხვედრა იტალიის ნაკრებმა 71:69 მოიგო, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები ისრაელის მოგების იმედზე დარჩა, თუმცა ებრაელები უკრაინასთან გამანადგურებელი ანგარიშით 64:88 დამარცხდნენ.