ლიტვის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების თავდამსხმელი დონატას მოტეიუნასი თელ-ავივში გაძარცვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში ჟურნალისტი დევიდ პიკი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კალათბურთელს სასტუმროს ნომრიდან ათასი დოლარი, საკრედიტო ბარათები და საათი მოპარეს. ინციდენტი 5 სექტემბერს, უკრაინა-ლიტვის მატჩის შემდეგ მოხდა. სხვა დეტალები უცნობია.