საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო შესარჩევი ციკლის მერვე მატჩი ფრედ დაასრულა. ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთან ვაისის შეგირდებმა 1:1 ითამაშეს. ანგარიში შეხვედრის მე-8 წუთზე ვაკო გვალიამ გახსნა. ავსტრიელებმა 43 წუთზე ლუის შაუბის გოლით გაათანაბრეს. შესარჩევ ციკლში ეს საქართველოს ნაკრების მე-5 ფრეა. ამ შედეგით ქართველები 5 ქულით ბოლოს წინა მე-5 ადგილზე არიან. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 6 ოქტომბერს თბილისში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.