მალტის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველს, სტივ ბორგს დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე მომხდარი ინციდენტი გახდა. ბორგმა შოტლანდიელ ფეხბურთელს, სკოტ ბრაუნს შეაფურთხა. ამისთვის მან ბოდიში უკვე მოიხადა. შეხვედრა შოტლანდიელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.