რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ამერიკის ღია პირველობაზე ნაჩვენები შედეგით კმაყოფილია.
„ეს ერთი კვირა ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო. მადლობელი ვარ, რომ ტურნირზე გამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და ამით ამაყი ვარ,“-აცხადებს შარაპოვა, რომელიც US Open-ს მეოთხე წრიდან გამოეთიშა. რუსმა ჩოგბურთელმა ლატვიელ ანასტასია სევასტოვასთან 7:6, 4:6, 2:6 წააგო.