ლიონელ მესიმ 2018 წელს „ბარსელონა“ შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
შვებულებიდან გამოსულ არგენტინელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე უნდა გაეხანგრძლივებინა, თუმცა ასე არ მოხდა.
თუ მესიმ კლუბთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა, ბარსა მსოფლიო ვარსკვლავს კომპენსაციის გარეშე დაკარგავს.
მესი „ბარსელონაში“ 2003 წლიდან თამაშობს.