ინგლისის საფეხბურთო კლუბ ევერტონის თავდამსხმელს, უეინ რუნის ბრალდება წაუყენეს. 31 წლის ფეხბურთელი სასამართლოს წინაშე 18 სექტემბერს წარსდგება. მას არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა ედება ბრალად. ჩეშირის პოლიციამ რუნი გუშინ დააკავა. ის თავდების გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.